"მანჩესტერ სიტიმ" მენდისთან შეთანხმებას მიაღწია

1-07-2017, 12:55

ფრანგული და ბრიტანული სპორტული გამოცემების ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" "მონაკოს" ბენჟამინ მენდის თაობაზე შეუთანხმდა და ფეხბურთელი მომავალი სეზონიდანინგლისის პრემიერლიგაში გაირჯება.

"მონაკოს" მიმდინარე ზაფხულს "სიტის" დატოვება არ სურდა. საფრანგეთის ჩემპიონმა უკვე დაკარგა რამდენიმე ლიდერი და აღარ სურდა ფეხბურთელების გუნდიდან გადირებას მასობრივი ხასიათი მიეღო, თუმცა პეპ გვარდიოლასთან თამაშის სურვილი თავად მენდიმ გამოთქვა.

"მანჩესტერ სიტი" 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 40-45 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" "მონაკოდან" უკვე შეიძინა პორტუგალიელი ბერნარდო სილვა, რომელიც ევროპაში ერთერთი ყველაზე ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით