მარკინიოსმა 2022 წლამდე გაახანგრძლივა

1-07-2017, 21:21

"პარი სენ-ჟერმენის" 23 წლის ცენტრალურმა მცველმა და გუნდის ერთერთმა ლიდერმა მარკინიოსმა გუნდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, იგი ფრანგულ კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

მარკინიოსი უკვე დიდი ხანია კატალონიის "ბარსელონას" ერთერთი მთავარი სამიზნეა. მისი გადაბირება გუნდის ახალ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდესაც სურდა, თუმცა "პარი სენ-ჟერმენმა" კატალონიელებს კატეგორიული უარი გაუგზავნა.

მარკინიოსი პარიზულ გრანდში 2013 წელს გადავიდა და სწრაფადვე მოახერხა ძირითად შემადგენლობასთან ადაპტირება. როგორც თავად აცხადებს, ძალიან ბედნიერია და უამრავი ტიტულის მოგებას აპირებს.

მიმდინარე კონტრაქტი ბრაზილიელ მცველს "პარი სენ-ჟერმენთან" 2019 წლამდე აკავშირებდა.



  • beka10
  • 1 ივლისი 2017 21:21
vaa sagolamas sagol

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით