• 18-07-2023
    ფოფანამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
    ფოფანამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
    ავტორი
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა უესლი ფოფანამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ფრანგი უკანახაზელი "არისტოკრატების" ამერიკული ტურნეს მიღმა დარჩა.

    22 წლის ფეხბურთელმა ოპერაცია უკვე ჩაიტარა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, იგი გუნდს 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

    ფოფანას ლონდონურ კარიერაში ეს პირველი დაზიანება არ გახლავთ. გასულ სეზონში მას 4 თვე გაუცდა მუხლის ტრავმის გამო.

    მაშინ, როცა უესლი ჯერ კიდევ "ლესტერში" ასპარეზობდა, მან ფეხიც კი მოიტეხა, თუმცა ფენომენალურად დაბრუნდა და იმ დონეზე მოახერხა ათამაშება, რომ "არისტოკრატებს" მასში 80 მილიონი ევრო გადაეხადათ.

    2022/2023 წლების სეზონში ფრანგმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 1 გოლი პრემიერ ლიგაში გაიტანა, 1 კი - ჩემპიონთა ლიგაზე.


    Facebook კომენტარები