"ინტერს" ვიდალი, ნაინგოლანი და კეიტა უნდა

2-07-2017, 17:22

"Gazzetta dello Sport"-ის დღევანდელი გამოცემა იტყობინება, რომ "ინტერის" ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის ხაზში რევოლუციას გეგმავს და მის მთლიანად ვარსკვლავური შემადგენლობით შევსებას აპირებს.

იტალიური კლუბი გამოემშვიდობა ბანეგას, რომელიც "სევილიაში" დაბრუნდა. "ნერაძური" არც მედელთან და ბროზოვიჩთან აპირებს თანამშრომლობას. მათ შემცვლელებად კი ლომბარდიელებს "ბაიერნის", "ლაიპციგის" და "რომას" წამყვანი ნახევარმცველები მიაჩნიათ.

კეიტას შეძენა "ლივერპულსაც" სურს, თუმცა გერმანელები მის სანაცვლოდ ძალიან ბევრს ითხოვენ. ვიდალი "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რაც შეეხება ნაინგოლანს, "რომა" მის შენარჩუნებას ცდილობს. ასე რომ "ინტერისთვის" სამივე მათგანის გადაბირება უაღრესად რთული იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც "ნერაძურიმ" დი მარიასთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.



  • goga11
  • 2 ივლისი 2017 17:24
meti ar undat kidev vinme? smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით