ლაკაზეტი "არსენალთან" კონტრაქტს უახლოეს კვირაში მოაწერს ხელს

3-07-2017, 12:50

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Téléfoot იტყობინება, რომ "ლიონსა" და ლონდონის "არსენალს" შორის ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ფრანგი ფეხბურთელი უახლოეს კვირაში ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.

წყაროს ცნობით "არსენალს" 26 წლის ფორვარდის ტრანსფერი 53 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაკაზეტი "მეთოფეების" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მანამდე ეს რეკორდი მესუთ იოზილს ეკუთვნოდა, რომელიც 42 მილიონ ევროდ "რეალიდა" გადავიდა ლონდონურ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტის ლიონის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 275 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 129 გოლი აქვს საკუთარ ანგარიშზე მითვლილი. ბოლო სეზონში მან 45 თამასში 37 გოლი გაიტანა.



  • herrgio
  • 3 ივლისი 2017 12:51
ყოჩაღ არსენალს მაინც გაჩითა ეს ტრანსფერი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით