ევროპულმა გრანდმა დიმარიასთვის 50 მილიონი ევრო გაამზადა

3-07-2017, 13:21

მილანის "ინტერი" სენსაციური ტრანსფერის განსახორციელებლად ემზადება. თუმცა სენსაციურობა არა ტრანსფერის ღირებულებაში, არამედ იმ ფეხბურთელის შესაძლო იტალიურ კლუბში გადასვლაში მდგომარეობას, რომლის შეძენაც მათ სურთ.

ახალი მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის დანიშვნის შემდეგ, როგორც ჩანს "ინტერი" დიდ ცვლილებებს გეგმავს და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას ისახავს მიზნად. კლუბი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, აპენინური კლუბის მესვეურები მზად არიან "პსჟ-ს" დი მარიას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ფრანგული კლუბის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რთული მისახვედრი არაა, რომ ფრანგები არგენტინელ ფეხბურთელს ბევრად უფრო დიდ ფასს დაადებენ და მას ასე იოლად არ შეელევიან.



  • herrgio
  • 3 ივლისი 2017 13:22
არ გადავა შანსი არაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით