"მილანი" ობამეიანგის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს

4-07-2017, 17:45

იტალიური "მილანი" თავისი ყოფილი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დაწუნებული ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს და მზადაა პიერ ემილი ობამეიანგის ტრანსფერის თაობაზე "როსონერისთან" მოლაპარაკებები წამოიწყოს.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "მილანი" მზადაა "დორტმუნდთან" მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდეს და ფეხბურთელის სატრანსფერი ღირებულება განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ გაბონელი ფორვარდი წლების წინ "მილანის" ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, თუმცა მას პირველ გუნდში გადასვლის შანსი არ მიეცა და "როსონერის" მხრიდან ის ტრანსფერზე იქნა დაყენებული. ამჟამად 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერი ღირებულება ტრანსფერი მარკეტის მიხედვით 70 მილიონ ევროს უტოლდება.

  • herrgio
  • 4 ივლისი 2017 17:48
axla es agar dabrundeba milanshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით