"დორტმუნდმა" გიოტცეს შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა

6-07-2017, 23:43

"დორტმუნდის ბორუსიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარიო გიოტცე სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდს შეუერთდება და სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირი, მარიო გიოტცე 2017 წლის თებერვლიდან მოყოლებული საკუთარი ნაკრების და კლუბის დახმარებას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა. ფეხბურთელს მოიპათიის დიაგნოზი დაუდგინდა.

მოიპათია კუნთოვანი დაავადებაა, რომლის დროსაც ფეხბურთელს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალები ისე ეცლება, რომ მის აღდგენას დიდი ხანი ან საერთოდ ვერ ანდომებს. მარიოს საფეხბურთო კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა საბედნიეროდ მკურნალობამ პოზიტიური შედეგები აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ მარიოს ავადგმყოფობის გამო 2016/17 წლების სეზონში მხოლოდ 16 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული სადაც 2 გოლის და 2 ასისტის მითვლა მოახერხა საკუთარ ანგარიშზე.

  • herrgio
  • 6 ივლისი 2017 23:44
ძაან მაგრად გამისწორდა

  • Michael
  • 7 ივლისი 2017 13:45
სუპერ მარიო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით