"იუნაიტედმა" "ინტერს" პერისიჩის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა

7-07-2017, 23:14

ინგლისური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ინტერს" ივან პერისიჩის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. საუბარია დარმიანი-პერისიჩის ბარტერზე, რასაც ალბიონური კლუბის მხრიდან კიდევ 20 მილიონი ევრო დაემატება.

ჯერჯერობით იტალიელთა პოზიცია უცნობია, რადგან მათ კლუბის ხაზინის შევსება აქვთ დაგეგმილი. არც ისაა ცნობილი რომელი ფეხბურთელების მოყვანა ჯდება ლუჩიანო სპალეტის გეგმებში.

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველს, ტურინის "იუვენტუსი" დანი ალვეშის შემცვლელად განიხილავს და ახლო მომავალში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, თუმცა "იუნაიტედმა" პერისიჩის გადაბირების გამო, შესაძლოა დარმიანის ტურინში ტრანსფერი შეაჩეროს.



  • goga11
  • 7 ივლისი 2017 23:15
mainc araferi eshveleba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით