რომელი ტელეფონი ესროლეს მსაჯს ტრიბუნიდან საქართველო-ჩეხეთის მატჩისას?!

8-07-2017, 23:00

დღეს თბილისის "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართა ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფის მესამე ტური, საქართველო ჩეხეთის მონაწილეობით.

აღნიშნულ წყვილში უნდა გარკვეულიყო ნახევარფინალისტის ვინაობა. დაძაბული ორთაბრძოლის ფონზე, პირველი ტაიმის ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა ბურთი მიიღო საკუთარ კარში, რამაც ტრიბუნებზე შეკრიბილ ქომაგზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

ჩეხების მიერ 69-ე წუთზე მეორე გოლის აღნიშვნას კი არეულობა მოჰყვა, გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან ნივთების სროლა დაიწყეს ჩეხი მოთამაშეების მისამართით.

მსაჯი, რომელიც სიტუაციის გასანეიტრალებლად მივიდა ჩეხ ფეხბურთელებთან, მოულოდნელად ძალადობის მსხვერპლი გახდა. როგორც უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, გულშემატკივარმა მისი მისამართით ტრიბუნიდან "სამსუნგ გალაქსის" ტელეფონი ისროლა, რომელიც არბიტრს პირდაპირ თავში მოხვდა.




  • beka10
  • 9 ივლისი 2017 01:01
ძალიან დიდი სირცხვილი, ძალიან

ეკუთვნოდა მაგის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით