"იუვენტუსი" ალვეშის შემცვლელად სამ ვარიანტს განიხილავს

9-07-2017, 15:01

აპენინური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ძალიან ახლოსაა დუგლას კოშტას გადაბირებასთან. რაც შეეხება მარჯვენა მცველის პოზიციას, იტალიური გრანდი თავს ანებებს დანილოსა და ორიეს. "ბებერ ქალბატონებს" ახალი სამიზნეები ჰყავთ.

დანი ალვეშის შეცვლის მთავარი კანდიდატები არიან: მატეო დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედიდან", ჟოაო კანსელო "ვალენსიადან" და რიკარდო ფერეირა "პორტოდან". მაროტა დარმიანის შეძენას მას შემდეგ ცდილობს, რაც იტალიელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ სერია ა-ში, "ტორინოს" რიგებში ირჯებოდა, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება პორტუგალიურ ვარიანტებს, რიკარდო ფერეირას "დრაკონები" ძალიან ძვირად აფასებენ და საეჭვოა "ბიანკონერიმ" მათ მიერ მოთხოვნილი თანხა გაიღოს.

შედარებით მარტივადაა საქმე ჟოაო კანსელოსთან. სულ ცოტა ხნის წინ "ვალენსიას" ნეტო შუერთდა, რამაც კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა დაამკვიდრა, რამაც შესაძლოა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველის ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.



  • goga11
  • 9 ივლისი 2017 15:03
kanselo da darmiani daitrion magra gadzlierdebian

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით