ოფიციალურად: ბორხა ვალერო "ინტერში" ითამაშებს

10-07-2017, 17:00

ბორხა ვალერო 5,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფლორენციის "ფიორენტინადან" მილანის "ინტერში" გადავიდა. ესპანელმა ნახევარმცველმა "ნერაძურიში" სამედიცინო შემოწმება სულ ცოტა ხნის წინ გაიარა, რის შემდეგაც ლომბარდიულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

ვალერო "იების" ღირსებას 2012-2017 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში მან თანაგუნდელები 42 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ესპანელი ნახევარმცველი გუნდის შეცვლას არ აპირებდა, თუმცა ლუჩიანო სპალეტიმ საბოლოოდ მისი დაყოლიება მაინც შეძლო.

უკვე გასაჯაროვდა პირადი კონტრაქტის დეტალებიც. ბორხა ვალერო "ჯუზეპე მეაცაზე" ორ სეზონს დაჰყობს და სეზონში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შემდგომში ბონუსებიც დაემატება.



  • goga11
  • 10 ივლისი 2017 17:02
marto es ver ushvelit

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით