გიორგი მერებაშვილმა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

11-07-2017, 23:12

პლოკის “ვისლა“-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა FootballNews.Ge-სთვისსაუკეთესოთერთმეტეული, ანუიგივეოცნებისგუნდიდაასახელა.

გიორგი მერებაშვილმა თავისი ოცნების გუნდის შესადგენად 4-3-3 ტაქტიკა აირჩია.

ჯიჯი ბუფონი - ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან ძლიერი მეკარე თავისი თვისებებით, ყველაზე მეტად მის სტაბილურობას გამოვყოფდი, რომელიც მეკარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ასაკშიც კი ის ინარჩუნებს სტაბილურობას.

კაფუ - ლეგენდარული ბრაზილიელიმცველი, როგორც დაცვაში ისე შეტევაში იყო ძალიან პროდუქტიული.

კარლეს პუიოლი - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. გამომდინარე იქედან, რომ  მე “ბარსას“ გულშემატკივარი ვარ. ის იყო მინდორზე ნამდვილი კაპიტანი, გუნდს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევდა. ერთ-ერთი მისი ძლიერი მხარე ზუსტად ეს იყო მას შეეძლო ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მოტივაცია მიეცა.

პაოლო მალდინი - უნიკალური ფეხბურთელი. ერთ-ერთი უძლიერესი მცველი თავის სტაბილურობით და თავისი საფეხბურთო განათლებით.

რობერტო კარლოსი  - უმაღლესი დონის შესრულება, ძალიან მაგარი მცველი ასევე ძალიან ნაყოფიერი იყო შეტევეაში.

ხავი ერნანდესი - ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო თავის პოზიციაზე, გამოვარჩევდი მას ყველასგან. ხავის ძალიან კარგი მინდვრის ხედვა ქონდა, ხოლო მის პასებზე და ჩაწოდებებზე აღარაფერს ვამბობ და ვფიქრობ, რომ უდიდესი ფეხბურთელი იყო.

ანდრეს ინიესტა - ბურთის ფლობა, მინდვრის ძალიან კარგი ხედვა და საფეხბურთო განათლება აქვს ძალიან მაღალი დონის.

რონალდინიო - მას დღემდე შემორჩა ის ტექნიკა და ჯადოქრობა, რასაც ის ახდენდა ბურთან ერთად. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

კრიშტიანუ რონალდუ - მისი თვისებებიდანგამოვარჩევდი მის სისწრაფეს და თავით კარგ თამაშს. მარტო შეუძლია ნებისმიერი თამაშის მოგება.

ლიონელ მესი - ასევე ძალიან სწრაფი ფეხბურთელი. ძალიან კარგად ფლობს ბურთს და მისი ერთ-ერთი ძლიერი თვისება  თავის თავზე თამაშის აღებაა და მასაც ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი.

რონალდო (კიჭა) - ძალიან მომწონდა მისი თამაში. მას ქონდა უზადო ტექნიკა და იყო ძალიან აქტიური თამაშის მიმდინარეობის დრო. ,ყველა თვისება რაც თავდამსხმელს უნდა გააჩნდეს ეს ყველაფერი ერთად ჰქონდა “კიჭა“-ს.

რომელ თამაშს გამოარჩევდი შენი კარიერიდან?

"ძალიან მიჭირს ერთი თამაშის გამორჩევა, მაგრამ მაინც გამოვარჩევდი “დინამო“ – “ცვერნა ზვეზდა“ -ს, რომელიც 2:0 მოვიგეთ თბილისში. იმ შეხვედრაში პირველი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი იმით, რომ ასეთი ისტორიული გუნდის წინაღმდეგ მომიწია თამაში და იმ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე", - თქვა მერებაშვილმა.




  • anri
  • 12 ივლისი 2017 11:26
ra bufoni. noieri , yvela nu irchevt bufoooooons! imp imp imp

  • basota
  • 12 ივლისი 2017 19:05
amindi
swrafi sesxi
kreditebi
bufoni magariaa <3 <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით