უოლკერის "სიტიში" გადასვლა გადაწყვეტილია

13-07-2017, 19:54

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ტოტენჰემის" განაპირა მცველი კაილ უოკერი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაძლოა გარიგება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაოფიციალურდეს.

უოლკერის შეძენა ევროპის მასშტაბით ბევრ გუნდს სურს, თუმცა, როგორც ჩანს, ყველას "მანჩესტერ სიტიმ" აჯობა. "ქალაქელები" ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს.

უოლკერის შეძენასთან ასევე ახლოს იყო მიუნხენის "ბაიერნი", თუმცა შეთანხმების მიღწევა კლუბებს შორის ვერ მოხერხდა.

27 წლის უოლკერი "ტოტენჰემის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა.



  • beka10
  • 13 ივლისი 2017 19:54
shesanishnavi transferi iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით