არაბიძე ევროპის 10 საუკეთესო ტალანტს შორის დაასახელეს

18-07-2017, 11:13

უეფამ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი შეაჯამა, რომელსაც 1 დან 15 ივლისის ჩათვლით საქართველომ უმასპინძლა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 10 ფეხბურთელი დაასახელა, რომელმაც ევროპირველობაზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ტალანტებს შორის ქართველი გიორგი არაბიძეც მოხვდა, რომელმაც ტურნირზე გოლი ვერ გაიტანა, თუმცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებდა.

ტალატენტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ვიქტორ გიოკერესი (შვედეთი), მასონ მაუნტი (ინგლისი), რუი პედრო ( პორტუგალია), ეტინ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), დიეგო დალოტი (პორტუგალია), გიორგი არაბიძე (საქართველო), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ონდრეი შაშინკა (ჩეხეთი), რაიან სესენიონი (ინგლისი)

ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა. "სამმა ლომმა" ფინალში პორტუგალია 2:1 დაამარცხა.



  • beka10
  • 18 ივლისი 2017 11:14
genacvale gio <3

Iqneb Shen mainc gagvimartlo imedebi GIO da bolomde ivarjisho,ogond rusuli klubi dagmavlobas nishnavs da rame normaluri klubi modzebne

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით