"სიტი" დანილოს შეძენასთან ახლოსაა

19-07-2017, 10:50

ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" განაპირა მცველი დანილო ძალიან ახლოსაა კარიერა ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. ტრანსფერის თაობაზე ბრიტანულმა მხარემ უკვე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.

პეპ გვარდიოლას უნივერსალური მარჯვენა მცველი სჭირდება, რომელიც თამაშს კარგად წაიკითხავს და როგორც წინ, ასევე დაცვაში გუნდს უდიდეს სარგებელს მოუტანს, ხოლო ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანელ სპეციალისტს სწორედ ამ სტილის მოთამაშედ მიაჩნია.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერ სიტი" დანილოს სანაცვლოდ მზადაა 35 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ზუსტად ის თანხაა, რომელსაც "რეალი" ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს.

გარდა "სიტისა", დანილოს შეძენით "ჩელსი" და ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.

  • beka10
  • 19 ივლისი 2017 10:50
kargi iqneboda

Wokeri iyida da danilo kidev unda gaapuchos?rat unda?chelsis mouxdeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით