გიორგი ჩოჩიშვილი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა

19-07-2017, 20:21

საქართველოს 19-წლამდელთა მეკარემ გიორგი ჩოჩიშვილმა, რომელმაც თბილისში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელს საკმაოდ კარგად დაამახსოვრა თავი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შეძენა "მანჩესტერ სიტის" სურს.

პერსპექტიულმა მეკარემ დაძინა, ევროპის ჩემპიონატზე ჩემი თამაშით რამდენიმე ევროპული კლუბის სკაუტი მოიხიბლა და ახლა საინტერესო შეთავაზებებს განვიხილავო.

"სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა. ინგლისში "მანჩესტერ სიტი", გერმანიაში – დიუსელდორფის "ფორტუნა", ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი "სარაგოსა". ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. ახლა შეთავაზებებს განვიხილავ. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ", - ციტირებს ჩოჩიშვილის სიტყვებს "1TV.GE".



  • levani25
  • 19 ივლისი 2017 21:56
მესამე მეკარეც რომ გახდეს ძაან მაგარი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით