ნავალოვსკი რუსეთის პრემიერლიგაში გადადის

19-07-2017, 21:41

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ გიორგი ნავალოვსკის  რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ხაბაროვსკიდან" აქვს საინტერესო შეთავასება.

როგორც "azerisport.com"-ი იტყობინება, ბაქოს "ნეფჩის" მოქმედმა ფეხბურთელმა უკვე მიმართა აზერბაიჯანელ ხელმძღვანელებს თხოვნით, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭონ და რუსეთში გადაბარგება დამატებითი ბარიერების გარეშე მოახერხოს.

ნავალოვსკის, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და სულ 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "ნეფჩისთან" კონტრაქტის ვადა 2017 წლის ბოლოს უმთავრდება და დიდი ალბათობით, ბაქოელები მისი გაუქმებაზე უარს არ იტყვიან.



  • levani25
  • 19 ივლისი 2017 21:56
არ იფასებს ჯიგარი თავს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით