დემეტრაძის ტრანსფერი "სოსიედადის" ისტორიაში ყველაზე ცუდად შეფასდა

21-07-2017, 15:47

ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის "რეალ სოსიედადში" ტრანსფერი გამოცემა Marca-ს მიერ კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდად შეფასდა. ავტორიტეტული გამოცემა საკუთარ მოსაზრებას რიგი არგუმენტებით ამყარებს.

"დემეტრაძე სან სებასტიანში ბარგის გარეშე ჩავიდა, ქალაქში ერთი და იგივე ტანსაცმელით დადიოდა. წონაში ძალიან მომატებული იყო და მისი კონდიციები ძალიან შორს იყო საფეხბურთოსგან".

"მასში გადახდილი თანხა აშკარად გაუმართლებელი იყო, მან "სოსიედადს" ვერანაირი სარგებელი მოუტანა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2 სეზონში მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო". - ვკითხულობთ გამოცემაში.

გიორგი დემეტრაძე კიევის "დინამოდან" "სოსიედადში" 2001 წელს გადავიდა.



  • beka10
  • 21 ივლისი 2017 15:48
au ra cudia :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით