გვარდიოლას ულტიმატუმი წაუყენეს

25-07-2017, 11:21

ცნობილი გამოცემა "Daily Mail"-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები გუნდიდან სამირ ნასრის გაგდებას ითხოვენ.

"ქალაქელთა" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ სამირ ნასრი, ამერიკული ტურნესთვის შედგენილ განაცხადში შეიყვანა, რამაც "მანჩესტერ სიტის" სხვა ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.

პეპის გუნდის ერთ-ერთი წევრი ამბობს: "მისი ამპარტავნობის გამო ის ბევრს არ მოსწონს და ზოგიერთი ფეხბურთელი მის მანჩესტერში გაგზავნასაც მოითხოვს."

ცნობისთვის, 30 წლის ფრანგმა  გასული სეზონი "სევილიაში" გაატარა და 23 შეხვედრაში  მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით