"ინტერი" ვიდალისათვის 50 მილიონ ევროს ამზადებს

27-07-2017, 19:37

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ნომერ პირველ პრიორიტეტად მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, არტურო ვიდალის შეძენას ისახავს.

"La Gazzetta dello Sport" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც "ნერაძური" მზადაა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღოს.

ვიდალს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, თუმცა კლუბი ჩილელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს უმზადებს. ზემოთ აღნიშნული პრესა გვამცნობს, რომ "ინტერს" არტუროს დასამატებლად დიდი ჯამაგირის გადახდა მოუწევს.

ამ ტრანსფერის ვერ გაჩარხვის შემთხვევაში საბატინის პასტორესა და დი მარიას სახით სათადარიგო გეგმაც აქვს.



  • goga11
  • 27 ივლისი 2017 19:38
isev im ors miawvnen, es arsad wava mitumetes intershi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით