"ინტერი" საბოლოო შეთავაზებისთვის ემზადება

28-07-2017, 16:12

ცნობილი იტალიური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერი“ საბოლოო შეთავაზებას უკეთებს მიუნჰენის „ბაიერნს“ არტურო ვიდალის თაობაზე.

დედაქალაქური კლუბის მთავარი მწვრთნელი მზადაა არტურო ვიდალში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ International Champions Cup-ის ეგიდით, სადაც მილანის „ინტერმა“ 2:0 სძლია ბავარიულ კლუბს.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობიით ჩილელი არტურო "ბაიერნში" 2015 წელს გადაბარგდა და მთელი ამ დროის მანძილზე 57 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.



  • messi10
  • 28 ივლისი 2017 16:18
vidali magari ikneba intershi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით