გვარდიოლა:"ვნახოთ, რა მოხდება მომავალში"

29-07-2017, 20:41

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "BBC Sport"-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტის"  ბელგიელი ფეხბურთელის, ვინსენტ კომპანის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ცენტრალური მცველის შეძენას ეცდება.

"ტოტენჰემთან" გამართული შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა:"ჩვენ არ გვაქვს მეტი ფული მცველის შესაძენად, მაგრამ მე არ მჭირდება მცველი. მე ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ ".

შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობის პერიოდში 200 მილიონი ფუნტი დახარჯა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ წარმოშობით ბელგიელი კომპანი "მანჩესტერ სიტის" რიგებში 2008 წლიდან ირიცხება.

ავტორი: ლუკა ალავიძე





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით