"ბარსელონა" და "ნაიკი" რეკორდულ კონტრაქტს აფორმებენ

21-05-2016, 16:24

როგორც ჩანს, კატალონიელები ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებენ. როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება ძალაში 2017-2018 წლების სეზონის დაწყებიდან შევა და მომდევნო ათი წელი იქნება ძალაში. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" "ნაიკისგან" ყოველწლიურად 155 მილიონ ევროს მიიღებს, რაც საფეხბურთო ისტორიაში სარეკორდო თანხაა. "მადლობა კომპანია "ნაიკს" ახალი შეთანხმებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ ალიანსს და ვაძლიერებთ საკუთარ პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. ვაგრძელებთ წინსვლას მსოფლიოს ლიდერ ბრენდთან ერთად", - განაცხადა "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით