სპალეტი "ლივერპულის" ფეხბურთელით დაინტერესდა

1-08-2017, 11:37

ცნობილი გამოცემა "Express Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანური "ინტერი" მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელ ფეხბურთელს, სადიო მანეს გადაბირებას ცდილობს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იტალიელების თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი მზადაა "საუთჰემპტონის" ყოფილ ფეხბურთელში 35 მილიონ ფუნტი გადაიხადოს და მასთან მრავალწლიანი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმოს.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე "ლივერპულში" 2016 წელს გადავიდა და ამ დროის განმავლობაში 27 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

გასულ სეზონში აფრიკელი ფეხბურთელი მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს.

ავტორი: ლუკა ალავიძე







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით