"ინტერის" რადარზე ჟულიან დრაქსლერი მოექცა

2-08-2017, 15:16

"Corrierre dello Sport" ავრცელებს ცნობას, რომლის თანახმადაც მილანის "ინტერი" ფრანგული "პსჟ"-ს გერმანელი ნახევარმცველის ჟულიან დრაქსლერის შეძენას გეგმავს და აპირებს, რომ ამ ტრანსფერში თავისი ნახევარმცველი, ჟოაო მარიო ჩართოს.

პარიზულ გრანდს პორტუგალიელი ფეხბურთელის დამატება აქვს განზრახვული, თუმცა მარიო "ნერაძურის" "სპორტინგიდან" გასულ ზაფხულს შეუერთდა და ლომბარდიელები მის მარტივად დათმობას არ აპირებენ.

დრაქსლერი "პსჟ"-ს გასულ სეზონში "ვოლფსბურგიდან" შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა, თუმცა ნეიმარისა და სანჩესის შესაძლო ტრანსფერის გამო ფრანგულმა გრანდმა შესაძლოა უნიჭიერესი ახალგაზრდა აპენინზე გაამგზავროს.



  • goga11
  • 2 აგვისტო 2017 15:17
sanchess ar iyidian da amas datoveben

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით