ვიდალი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას "ინტერში" გაშვებას სთხოვს

3-08-2017, 15:31

ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, არტურ ვიდალი მზადაა მილანის "ინტერს" შეუერთდეს. "FcInternews" იტყობინება, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა პირად შეთანხმებას მიაღწიეს და ვიდალი "ნერაძურიში" სეზონში 7,5 მილიონ ევროს მიიღებს.

კარლო ანჩელოტი და კარლ ჰაინც რუმინეგე აცხადებენ, რომ ვიდალი ამ ზაფხულს არსად წავა, თუმცა 30 წლის ფეხბურთელი სხვა აზრზეა და როგორც იტალიური კლუბის ვებ გვერდი იტყობინება მხოლოდ გერმანულ გრანდთან შეთანხმებაღაა დარჩენილი.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენის გადახდა მოუწევს ლომბარდიულ კლუბს მიუნხენური გრანდისათვის. საუბარია 50-60 მილიონ ევროზე, რომლის გადახდისათვის "ნერაძურის" სხვა ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.



  • goga11
  • 3 აგვისტო 2017 15:33
ra gijuri satransfero fanjara gamodis

  • mchedela
  • 3 აგვისტო 2017 16:15
eseni xo janmrtelebi arian ???

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით