"იუნაიტედი" და "ინტერი" როუზის გადასაბირებლად იბრძოლებენ

8-08-2017, 16:12

ინგლისური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" და მილანის "ინტერი" ლონდონის "ტოტენჰემის" მარცხენა მცველის, დენი როუზის გადასაბირებლად იბრძოლებენ.

ინგლისის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა და ვარჯიშები სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ორივე კლუბის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ როუზი ადრინდელივით პროდუქტიული იქნება. ინტერესი ცალსახაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენის გადახდას აპირებენ დენის შესაძენად ზემოთ აღნიშნული გუნდები.



  • goga11
  • 8 აგვისტო 2017 16:13
uolkeris mere amasac ar gaushveben

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით