• 21-07-2023
    "შემდეგ მეტოქეს მოუთმენლად ველით" - ანდრეი დემჩენკოს კომენტარი
    "შემდეგ მეტოქეს მოუთმენლად ველით" - ანდრეი დემჩენკოს კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილამ" "დუნაისკა სტრედა" 2:0 დაამარცხა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში გავიდა.

    მატჩი გორის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ შეაფასა:

    "დუნაისკა სტრედა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც შეიძლებოდა, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეგვხვედროდა. მეორე თამაშამდე, ვიცოდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა გვჭირდებოდა. მიზანს მივაღწიეთ, თუმცა შეგვიძლია, საკუთარ თავს იღბლიანი გუნდი ვუწოდოთ"

    "დუნაისკა სტრედას ბურთის გარეშე თამაში ძალიან უჭირს და ჩვენი მიზანი იყო, მეტოქეს უბურთოდ მაქსიმალურად დიდხანს ერბინა. ამან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოგვცა, თუმცა მეორე ტაიმში, დაღლილობის გამო, მატჩის კონტროლი ხელიდან გაგვექცა. ცვლილებაზე შესული ფეხბურთელების წყალობით ინიციატივა დავიბრუნეთ. მათ თამაშში ენერგია შეიტანეს, ამან კი მეორე გოლი განაპირობა, რომლითაც მომდევნო ეტაპზე გავედით. ვორსკლასთან თამაშს მოუთმენლად ველოდებით. ეს ბრწყინვალე გაკვეთილი და ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, შესანიშნავი გამოცდილება იქნება"

    შეგახსენებთ, რომ "დილამ" პირველი მატჩი 2:1 წააგო, თუმცა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა.

    Facebook კომენტარები