კლოპმა პრემიერ ლიგაში ფავორიტი დაასახელა

11-08-2017, 02:29

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგისათვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი დაასახელა და მისი არჩევანი გუარდიოლას "სიტიზე" შეჩერდა.

"ფავორიტი "სიტია". ისინი გასულ სეზონშიც შესანიშნავად ასპარეზობდნენ, წელს კი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და პრობლემატური ადგილები უმაღლესი დონის ფეხბურთელებით შეავსეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი შემტევი ხაზის სიძლიერე."

"არ უნდა დაგვავიწყდეს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელმაც ასევე ძალიან კარგი შევსება მიიღო. მოქმედი ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი", თუმცა ვფიქრობ რომ "არისტოკრატებს" კოშტას გარეშე გაუჭირდებათ მიუხედავად იმისა, რომ მორატა უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ჩვენ ვეცდებით, რომ ოთხეულში ადგილი მოვიპოვოთ."

"სიტი ფავორიტია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შანსი არ გვაქვს. რაც შეეხება სხვა კლუბებს, ვთვლი რომ მათ პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ მაღალი საფეხურისათვის ბრძოლას ვერ შეძლებენ." - განაცხადა იურგენ კლოპმა.



  • goga11
  • 11 აგვისტო 2017 02:31
getanxmebi siti moigebs mgoni

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით