მარადონა მზადაა ვენესუელას თავისუფლებისთვის იბრძოლოს

11-08-2017, 09:55

ყველა დროის ლეგენდარული არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა საკუთარი ტვიტერ გვერდის მეშვეობით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ვენესუელას გადასარჩენად საბრძოლო მზადყოფნასაც გამოთქვამს.

"როგორც კი მადურო მიბრძანებს, ვენესუელის თავისუფლებისთვის ჯარისკაცის ფორმას ჩავიცვამ. უნდა ვიბრძოლოთ იმპერიალიზმისა და მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენი დროშების ხელში ჩაგდება სურს. გაუმარჯოს ნამდვილ ვენესუელელებს და არა იმათ, რომლებიც მემარჯვენეებს შეეკვრნენ." - დაწერა მარადონამ სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყო, რასაც ასეულობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანაში კრიზისის მიზეზი კი დაბალი სოციალური ფონი გახდა.

ავტორი გიორგი კაპანაძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით