კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში "ბარსელონა" ყურადღებას პერისიჩზე გადაიტანს

12-08-2017, 14:45

იტალიური მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" ფილიპ კოუტინიოს ტრანსფერს ვერ განახორციელებს, კატალონიელები "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნის, ივან პერისიჩის შეძენას ეცდებიან.

ხორვატი ნახევარმცველის ნისლიან ალბიონზე ტრანსფერიც ისევე იწელება, როგორც კოუტინიოს "ბლაუგრანაში" ტრანსფერი. ამიტომ "ნერაძური" სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს.

იტალიური გრანდი 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვს, რაც "ბარსელონასთვის" პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან კატალონიელებმა ნეიმარის გასხვისებით თავიანთი ბიუჯეტი 222 მილიონი ევროთი შეავსეს.



  • goga11
  • 12 აგვისტო 2017 14:46
kai fexburtelia magram neimars ramdenad shecvlis eg ar vici

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით