"ლივერპული" "ბარსას" ყველა შეთავაზებას დაბლოკავს

18-08-2017, 12:06

გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი BBC Sports-ის რეპორტიორი რობერტ პირსი იტყობინება, რომ "ლივერპული" ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას არ აპირებს და ბრაზილიელი ინგლისში დარჩება.

მისი თქმით "მერსესაიდელები" კატალონიელთა ნებისმიერ შემოთავაზებას დაბლოკავენ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება 90, 120 თუ უფრო მეტი მილიონიანი. კოუტინიო "ბარსაში" არ გადავა.

რაც შეეხება, ბოლო დროს აგორებულ ჭორებს, რომლის თანახმადაც "ბარსა" ახლოს იყო კოუტინიოსა და დემბელეს ტრანსფერებთან, კლუბების ოფიციალურმა მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 18 აგვისტო 2017 12:07
მაშინ დაღუპულა ბარსა და ეგაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით