"ბარსამ" 300 მილიონი გაამზადა

18-08-2017, 18:42

როგორც გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემები იუწყებიან, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსე მარი ბართომეუმ ფილიპე კოუტინიოსა და ოსმან დემბელეს შესაძენად 300 მილიონი ევრო გამოჰყო.

ჯერჯერობით როგორც "ლივერპულთან", ისევე "დორტმუნდთან" კატალონიურ გუნდს პრობლემები აქვს და ფეხბურთელების შეძენას ვერ ახერხებს, თუმცა თუ "ბარსელონა" გერმანული და ინგლისური კლუბების დასახელებულ თანხას გაიღებს, Marca-ს ცნობით, ტრანსფერებს წინ ვერაფერი დაუდგება.

"დორტმუნდმა" და "ლივერპულმა" ესპანური ფეხბურთის გრანდის არაერთი წინადადება საკუთარი ვარსკვლავების თაობაზე უკვე რამდენჯერმე დაბლოკეს, თუმცა მაინც ძნელად სავარაუდოა, რომ 31 აგვისტოს კვლავ ამ დრომდე არსებული სიტუაცია იქნება შენარჩუნებული.

მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონამ" ნეიმარი 222 მილიონ ევრო გაყიდა, ხოლო საკუთარ რიგებში ნელსონ სემედო, ჟერარ დეულოფეუ და პაულინიო დაიმატა.



  • beka10
  • 18 აგვისტო 2017 18:42
ორივეს იყიდიან ყველა პონტში

  • T A K O
  • 19 აგვისტო 2017 02:18
Chirdeba orive )))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით