"ლივერპულმა" "ბარსას" მე-3 შემოთავაზება დაბლოკა

18-08-2017, 19:23

მას შემდეგ რაც კატალონიის "ბარსელონა" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარ ჯუნიორმა დატოვა და კარიერის გაგრძელება "პარი სენ ჟერმენში" გადაწყვიტა, კატალონიურ კლუბში მარცხენა ფლანგზე ვინგერის პოზიცია გამოთავისუფლდა, რომლის შევსებასაც "ბარსა" დღემდე ვერ ახერხებს.

კატალონიელებს, ნეიმარის შემცველად მისი თანამემამულე ფილიპე კოუტინიო ესახებათ, რომლისთვისაც "ლივერპულს" უკვე მე-3 შეთავაზება გაუკეთეს, თუმცა საპასუხოდ კვლავ მტკიცე უარი მიიღეს.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Time-ის ცნობით, "მერსესაიდელებმა" კატალონიელთა 125 მილიონ ევროიანი შემოთავაზება კვლავ დაბლოკეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კოუტინიო "ლივერპულში" რჩება.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 18 აგვისტო 2017 19:24
მოკლედ წელს რომ ბარსა სუსტი იქნება ძაან ცოდვაა ამათ ხელში მესი

  • firmino9
  • 19 აგვისტო 2017 01:13
აბა რა კოუ ჩვენია და ჩვენი იქნება stuck_out_tongue_winking_eye

მე მგონი მთელი საფეხბურთო სამყარო გაერთიანდა ბარსას ჩასაძირად, არცერთი არ უშვებს თავის ფეხბურთელს ბარსაში რამდენი ფულიც არ უნდა შესთავაზონ. ესენი ვერ ხვდებიან, რომ მომავალ წელს ამის ნახევარი ფასიც აღარ ეღირება არცერთი მათგანი, თვითოეული ფეხბურთელის ტრანსფერზე საბაზრო ღირებულება ნეიმარის 222-მა მილიონმა გაზარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთჯერადია და მომავალში თვითონ კლუბები არ დაუშვებენ ასეთ სატრანსფერო პოლიტიკას, ასე მხოლოდ რამდენიმე გრანდი თუ შეძლებს მათ ყიდვას, ალბათ 2-3, ჯერ ნეიმარის საგაც არ დამთავრებულა, ვნახოთ რა მოყვება ამ ყველაფერს..
მერე ჩაკიდონ მწვრთნელებმა ხელი გასაყიდ ფეხბურთელებს, ატარონ აქეთ-იქით და იძახონ: "ააბა კოშტა იეფათ, იბრაგიმოვიჩი 15 მილიონააად, ნაღდ მყიდველს კიდო დოუკლეეებბბ..!!!..""" laughing smile laughing smile innocent

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით