ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" განსხვავებული ფორმით ითამაშებს

19-08-2017, 14:32

20 აგვისტოს ლა ლიგისპირველ ტურში კატალონიის "ბარსელონა" შინ "ბეტისს" მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:15 საათზე გაიმართება, რომელშიც კატალონიელები სპეციალური მაისურებით წარსდგებიან.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება, ხოლო თავად "ბლაუგრანას" მაისურებზე ბარსელონას ტერაქტზე გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების საპატივცემულოდ წარწერა იქნება დატანილი "ჩვენ ყველა ბარსელონა ვართ".

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს ბარსელონას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი საფეხმავლო ბილიკზე შევარდა, რომლის დროსაც აღნიშნულ ინციდენტს ათეულობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 19 აგვისტო 2017 14:33
ახვარი ტეროტისტები :@@@@@

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით