ვალვერდე:"ჩვენ კლუბში ყველანი დამწუხრებულები ვართ"

19-08-2017, 15:45

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე 17 აგვისტოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

"ჩვენს კლუბში ყველანი დამწუხრებულები ვართ მომხდარის გამო. დაზარალებულებს სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენი გულები, ამ რთულ მომენტში, დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთანაა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს დასჭირდება." - განაცხადა გამოცემა "Sport"-თან ინტერვიუში კატალონიური კლუბის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში, სატვირთო ავტმობილი ხალხში შევარდა. შედეგად, დაიღუპა 15 და დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.



ავტორი ლუკა ალავიძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით