"ბარსელონამ" სერისთან პირად შეთანხმებას მიაღწია

19-08-2017, 16:15

ავტორიტეტული გამოცემა "Sport" იტყობინება, რომ ფრანგული "ნიცას" ნახევარმცველი, ჟან- მიშელ სერი უახლოეს მომავალში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.

ამავე გამოცემის ინფორმაციას, თუ დავეყრდნობით, გავიგებთ, რომ კატალონიელების მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე მზადაა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონას" მესვეურებმა უკვე მიაღწიეს პირად შეთანხმებას 26 წლის სერისთან.

სერი "ნიცას" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში მან 84 შეხვედრაში 10 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

კოტ დივუარელ ფეხბურთელს "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ფილიპე კოუტინიოს ალტერნატივად განიხილავს, რომლის შეძენასაც გუნდი ჯერ ვერ ახერხებს.


ავტორი ლუკა ალავიძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით