მთავარი მიზეზი, რატომაც "რეალი" ახლა "ბარსაზე" ბევრად უკეთესია

19-08-2017, 21:56

"რეალი" და "ბარსელონა" ის გუნდები არიან, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის პერიოდში ყველაზე მეტად ხვდებიან ყურადღების ცენტრში. გამონაკლისი არც მიმდინარე ზაფხულია და მოვლენები აგვისტოს ბოლომდე შესაძლოა კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდეს.

ბოლო პერიოდში საფეხბურთო ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკამ გაცილებით უკეთესი შედეგი გამოიღო, ვიდრე - "ბარსელონასამ".

ამ ყველაფერს ის შედეგებიც ადასტურებს, რომლებსაც გუნდებმა ბოლო 2 სეზონის მანძილზე მიაღწიეს. "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ხოლო "ბარსელონა" პრობლემების მოგვარებას ვერაფრით ახერხებს.

ბოლო წლების ტრანსფერები რომ შევადაროთ, "რეალმა" თავისი დღევანდელი შემადგენლობის 5 უმნიშვნელოვანესი წევრის სანაცვლოდ ჯამში 88 მილიონი დახარჯა და დღეს ყველა ეს ფეხბურთელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. "სამეფო კლუბს" ტონი კროოსის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა, ლუკა მოდრიჩი ასევე 30 მილიონად შეიძინა, კაზემიროს სანაცვლოდ 6 მილიონი გადაიხადა, 4.5 მილიონი მარკო ასენსიოსთვის გაიღო, ხოლო 18 - კეილორ ნავასისთვის.

"ბარსელონამ" ბოლო წლების ტრანსფერებში 129 მილიონი ევრო დახარჯა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ფული წყალში გადაყრილია. ფეხბურთელებმა, რომელთა გვარებსაც ახლა ჩამოვთვლით, მათზე დაკისრებული იმედები 10%-ითაც ვერ გაამართლეს. "ბლაუგრანას" ანდრე გომეშის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა, არდა თურანის სანაცვლოდ 34 მილიონი გაიღო, პაკო ალკასერი 30 მილიონად შეიძინა, ალეიშ ვიდალი 17-ად, ხოლო იასპერ სილესენი - 13 მილიონ ევროდ.



  • beka10
  • 19 აგვისტო 2017 21:57
ვა ვა საინტერესოა

  • T A K O
  • 21 აგვისტო 2017 04:23
Martla ajoba )))

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით