ესპანური პრესა: "მესი სათამაშოდ "მანჩესტერ სიტიში" გადავა"

19-08-2017, 22:09

შაბათ დილას კატალონიის "ბარსელონას" ქომაგებისთვის კიდევ ერთი უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, გუნდის ლიდერს ლიონელ მესის კლუბის სტრუქტურაში შექმნილი ვითარება ყელში ამოუვიდა და მომავალ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას აპირებს.

ამჟამინდელი კონტრაქტი არგენტინელ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა იგი ჯერ არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ძალიან ცუდად მუშაობს. "ბარსელონამ" უკვე დაკარგა ნეიმარი, ხოლო შესაბამისი შევსება ვერ მიიღო.

მესისა და "მანჩესტერ სიტის" შორის კავშირის შესახებ ინფორმაცია "ევროსპორტმაც" დაადასტურა. გამოცემის ცნობით, არგენტინელს მანჩესტერულ გუნდში გული იმიტომ მიუწევს, რომ იქ მისი ძველი მეგობარი პეპ გვარდიოლაა.

მესისთან დაკავშირებით "ბარსელონა" ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.



  • beka10
  • 19 აგვისტო 2017 22:10
ai shokiiiii

  • firmino9
  • 19 აგვისტო 2017 22:42
ეს ალბათ ბარსას წერტილია

  • Uerta
  • 20 აგვისტო 2017 11:48
Es tu simartlea, mashin barsashi marto suarezi rcheba normaluri shemtevi da egec male wava. Barcelonas daerxeva

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით