"ბარსამ" "ლივერპულს" ულტიმატუმი წაუყენა

20-08-2017, 13:47

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Times-ი იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით "ლივერპულს" ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც ცნობილია, "მერსესაიდელებმა" "ბლაუგრანას" მე-3 125 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს, რის გამოც ესპანურმა მხარემ იურგენ კლოპის გუნდს უკანასკნელი წინადადებით მიმართა.

ხსენებულ წყაროზე დაყრდნობით კატალონიელებმა ინგლისურ კლუბს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცეს. თუ ლივერპული 125 მილიონიან შეთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ ესპანელები საბოლოოდ დახურავენ კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 20 აგვისტო 2017 14:01
ვსო გაიმაზა ამის ტრანსფერი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით