მესიმ "სიტის" ოფიციალური გვერდი გამოიწერა

20-08-2017, 17:36

მას შემდეგ რაც კატალონიის "ბარსელონა" ნეიმარმა დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა, ესპანური გრანდი საგრძნობლად დასუსტდა და ეს ბოლოს გამართულ ელ კლასიკოშიც აისახა. 

ამ ფონზე კი უკვე უამრავი ჭორი გაჩნდა "ბლაუგრანას" არგენტინელი ლეგენდის ლიონელ მესის კლუბიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. მას ინგლისურ "მან სიტის" უკავშირებენ.

უფრო მეტიც, არაერთმა ბრიტანულმა გამოცემამ აქტიურად დაიწყო წერა იმის შესახებ, რომ მესი ნისლიან ალბიონზე გააგრძელებს კარიერას.

ხოლო ფრანგული Yahoo Sports France-ს ცნობით, პეპ გვარდიოლას კლუბმა უკვე გაამზადა 300 მილიონი ევრო "ბარსას" 10 ნომრიანს შესაძენად. ამას კი დაემატა ის ფაქტიც, რომ ლიონელმა ტვიტერზე "სიტის" ოფიციალური გვერდი გამოიწერა. 

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 20 აგვისტო 2017 17:36
ეს არც ისე სასოამოვნო სიახლეა ბარსასთვის

  • rename
  • 20 აგვისტო 2017 18:43
არც რეალს აწყობს მესის წასვლა, დარჩება მარტო ბაიერნივით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით