• 22-07-2023
    მოლაპარაკებები რთულდება! - ლენგლე შესაძლოა “ბარსელონაში” დარჩეს
    მოლაპარაკებები რთულდება! - ლენგლე შესაძლოა “ბარსელონაში” დარჩეს

    როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ფრანგ ფეხბურთელს, კლემან ლენგლეს “ტოტენჰემთან” საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და “ბარსელონაში” დაბრუნდა.

    ამჯერად, კატალონიურ გუნდს ფრანგი მცველის ლონდონურ გუნდში გაყიდვა სურდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონასა” და “ტოტენჰემს” დორის მოლაპარაკებების ეტაპი გართულდა.

    მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის.

    ცნობისთვის, კლემან ლენგლემ გასულ სეზონში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადავემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები