"ბარსადან" ინიესტაც მიდის?! გუნდში დიდი არეულობაა

20-08-2017, 23:09

კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ სპორტულ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ ბევრს ფიქრობს.

"ჯერ-ჯერობით ახალი კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. თავიდან უცნაური გრძნობა მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ალბათ, სამი წლის წინ ამ სცენარს ვერ წარმოვიდგენდი. ვიტყვი, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს მომავლის შესახებ ვეკითხები, რაც აქამდე არ გამიკეთებია". თქვა ინიესტამ

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროინდელი ინფორმაციის თანახმად ანდრეს ინიესტას ტრანსფერით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული და შესაძლოა ესპანელმა კარიერა სწორედ იტალიაში გააგრძელოს.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 20 აგვისტო 2017 23:10
შენ თუ წახვედი ბარსა ვისღა რჩება

მოვიდა წასვლის დრო ინიესტა....

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით