ვალვერდე:"შეტევაში ფორმულას უნდა მივაგნოთ"

21-08-2017, 12:32

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე პირველი მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთა და კმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთელების მიმართ.

"შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მნიშვნელოვანი იყო, კვლავ კარგად ავთამაშებულიყავით და თავდაჯერება დაგვებრუნებინა.

მინდოდა, ლეოს 9 ნომერზე, ან ცრუ ცხრიანად ეთამაშა. თამაშის ორგანიზების მისი ნიჭის გათვალისწინებით, ეს კარგი გადაწყვეტილება იყო.

მჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც ენერგიულად ითამაშებდა და მეტოქეზე ზეწოლას მოახდენდა. სერჟი რობერტომ ამ დავალებას თავი ძალიან კარგად გაართვა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომონირებდით. მეორე ტაიმში, თამაშის ტემპი დავარდა.

იმის მიუხედავად, თუ როგორ თამაშობ და ვინ გყავს მოედანზე, "ბარსელონას" სტილი არ იცვლება.

ნეიმარის წასვლამ ჩვენ შემადგენლობას სიღრმე მოაკლო. გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს გაშლიან. ისეთები, როგორებიც ჟერარ დეულოფეუ და პაკო ალკასერი არიან.

უნდა მივაგნოთ შეტევაში თამაშის ფორმულას იმისათვის, რომ ჩვენი მოქმედება უფრო ორგანიზებული გავხადოთ და ერთმანეთს მეტად დავეხმაროთ", - განაცხადა პრესასთან საუბრისას ვალვერდემ.


ავტორი ლუკა ალავიძე



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უდიდესი ტრაგედია, უძლიერესი ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით