"სიტის" და მესის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ

21-08-2017, 13:07

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Record-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტის" და კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ლეგენდის ლიონელ მესის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.

წყაროზე დაყრდნობით შეხვედრა მესის შესაძლო "სიტიში" ტრანსფერთან დაკავშირებით შედგა სადაც მესის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ ლიონელი ნამდვილად ფიქრობს "ბარსას" დატოვებაზე.

პეპ გვარდიოლას კლუბი მზადაა არგენტინელის სანაცვლოდ 300 მილიონი ევროც კი გადაიხადოს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მესი ნისლიან ალბიონზე თავისუფალი აგენტის სახით აღმოჩნდეს.

ამის მიზეზად კი ლიონელის კონტრაქტი სახელდება. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მესიმ "ბარსასთან" 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა დღეს ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

სწორედ ამიტომ თუ მესიმ ნამდვილად მოისურვა კატალონიის დატოვება, მას შეუძლია "სიტის" საქმე გაუადვილოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით ყველაფერი მაინც ჭორების დონეზე რჩება.

ავტორი გიორგი კაპანაძე



  • herrgio
  • 21 აგვისტო 2017 13:11
საქმე ცუდადაა უკვე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით