კანდრევას წასვლის შემთხვევაში "ინტერი" სუსოს შეძენას ეცდება

21-08-2017, 20:49

იტალიური პრესის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ლონდონის "ჩელსი" ანტონიო კანდრევას გადაიბირებს "ინტერი" "მილანის" ესპანელი ვინგერის, სუსოს შეძენას ეცდება.

ანტონიოს აგენტი, ფედერიკო პასტორელა აცხადებს, რომ კანდრევა "ნერაძურის" დატოვებას არ აპირებს, თუმცა "La Gazzetta dello Sport" ირწმუნება, რომ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოცდილი იტალიელი გარემარბი "არისტოკრატებს" შეუერთდება.

სუსოს "მილანთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, რადგან ესპანელი ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს ითხოვს. ამ ყველაფრით სარგებლობას "ინტერი" აპირებს, რომელიც მზადაა "ლივერპულის" ყოფილ ნახევარმცველს აღნიშნული ხელფასი დაუყოვნებლივ გადაუხადოს.



  • goga11
  • 21 აგვისტო 2017 20:51
იოცნებეთ სუსოზე მერდებო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით