მესიმ "ბარსელონას" დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

21-08-2017, 22:16

სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლიონელ მესი "ბარსელონაში" არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერ არ აპირებს, ხოლო მის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტი" მზადაა 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ იგი "ბარსელონაში" რჩება და ჯერჯერობით ახალ გუნდში გადასვლას არ გეგმავს.

"პრესა უამრავ ჭორს ავრცელებს. "ბარსელონა" ჩემი სახლია, აქ თავს კარგად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ, თუმცა მომავალში რა მოხდება, ეს არავინ იცის". - აღნიშნავს ლეო მესი.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელს ესპანური ფეხბურთის გრანდთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება.



  • beka10
  • 21 აგვისტო 2017 22:17
არ წავა არააა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

დაგვიმეგობრდით