"ბარსელონას" ფეხბურთელი ტერაქტის დროს ხალხს ეხმარებოდა

21-08-2017, 23:48

როგორც გავლენიანი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი ხერარდ რომერო იტყობინება კატალონიის "ბარსელონას" განაპირა მცველი ლუკას დინი ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

ჟურნალისტის თქმით, 24 წლის ფეხბურთელი ტერაქტიტან რამდენიმე წუთში ქუჩაში გაჩნდა და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევდა. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს ბარსელონას ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი საფეხმავლო ბილიკზე შევარდა, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელი სერხი რობერტო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით