ვალდანო:"მესის გარეშე "ბარსელონა" ვერ წარმომიდგენია"

22-08-2017, 12:04

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ თუ მის ყოფილ გუნდსა და კატალონიის "ბარსელონას" ერთანეთს ლიდერების გარეშე შევადარებთ, უფრო ძლიერი რეალი გამოვა.

"ესპანეთის ჩემპიონატი ორივე გუნდმა დამაჯერებელი მოგებით  დაიწყო. თუმცა, მეჩვენება, რომ "რეალის" წარმატება უფრო დასაფასებელია. უპირველესად იმიტომ, რომ მადრიდელები რონალდუს გარეშე თამაშობდნენ. მესის გარეშე "ბარსელონას" ძლიერი თამაში ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა ვალდანომ გამოცემა "Defensa Central"-თან საუბრისას.



ავტორი ლუკა ალავიძე





  • messi10
  • 22 აგვისტო 2017 12:05
ვერცმეე შენ წარმოიდგინე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით